← Search all jobs

Service Desk Team Leader

JSC Credo Bank

Tbilisi, GA · Posted October 15, 2026

See every open role at JSC Credo Bank

More in Georgia job market · Financial Services & Banking

About the job

სერვისდესკის პორტალის ჯგუფის უფროსი

პოზიციის მიზანი:

სერვისდესკის ჯგუფის უფროსი პასუხისმგებელია უხელმძღვანელოს სერვისდესკის თანამშრომლებს, ისე რომ მათ უზრუნველყონ IT ოპერაციების სხვადასხვა განყოფილებაში მოთხოვნების სწორი გადამისამართება, შესასრულებელი საკითხების მაღალი ხარისხით შესრულება. გარდა ამისა, SLA-ის დაცვა როგორც გადამისამართების, ასევე პირადად შესასრულებელი საკითხების შემთხვევაში. სერვისდესკის, ცხელი ხაზის და პორტალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;

საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;

ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;

ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;

ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:

სერვისდესკზე არსებული ჯგუფების მენეჯმენტი;

სერვისდესკზე SLA-ების სისტემატური განახლება/გადახედვა;

პორტალის ფუნქციონალის განვითარებასა და გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;

ავტომატური შეტყობინებების მუდმივი გადახედვა/განახლება, საჭიროების შემთხვევაში დამატება სხვადასხვა სტატუსისთვის;

კითხვარების მომზადება, გაგზავნა, შედეგების ანალიზი;

KPI რეპორტი (აქსისისთვის), რეპორტი რეგიონის მიხედვით;

On hold-ის სტატუსების მართვა (კომენტარის დადება);

უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური და საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური რეპორტი სხვადასხვა ჭრილში;

სერვისდესკზე შემოსული ჩავარდილი მოთხოვნების გამოსასწორებლად რეკომენდაციების მომზადება;

პირველი ხაზის გადამისამართებული მოთხოვნების მართვა /რეპორტინგი;

ITIL-ის მიხედვით მუდმივი გაუმჯობესების ციკლის შენარჩუნება;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ITIL-ის ცოდნა;

კომუნიკაბელურობა;

თავაზიანობა;

გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;

წერილობითი კომუნიკაცია;

სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel, VBA პრინციპების ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 ან ზედა დონეზე;

საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მზაობა;

პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა.