← Search all jobs

Senior Database Administrator

JSC Credo Bank

Tbilisi, GA · Posted October 22, 2026

More in Georgia job market · Financial Services & Banking · Engineering jobs

Pay compared with the market

This listing does not state pay. Across 28 open senior database administrator listings that state pay, the middle half runs $78,500 to $126,000 and the median is $78,500.

Listed pay is what employers advertise, not what people are paid.

Senior Database Administrator salaries by state · Check your own pay

About the job

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი  პოზიცია : ბაზების უფროსი ადმინისტრატორი (DB Admin)

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;

პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;

კორპორაციულ ღონისძიებებს;

ჯანმრთელობის დაზღვევას;

წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

პოზიციის მიზანი :

ბაზების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების ერთიანობის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული მონაცემთა ბაზების ინფრასტრუქტურის და სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;

მონაცემთა ბაზის მართვის (და ბაზის მომხმარებლების მართვის) პოლიტიკების შემუშავება, უსაფრთხოების ნორმების ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებასთან ერთად დამუშავება და დანერგვა;

მონაცემთა ბაზების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;

მონაცემთა ბაზების მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება;

მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;

ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;

მონიტორინგზე ასაყვანად საჭირო სერვისების აღწერა და სისტემურ ადმინისტრატორებზე მიწოდება;

მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;

მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების და არქივების შექმნა;

ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების

რეალიზება და დაცვა;

სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);

ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.

ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;

მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;

პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო მონაცემთან ბაზის ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე;

ITIL სტანდარტების ცოდნა (სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);

რელაციური მონაცემთა ბაზის და პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების ცოდნა;

Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელია MS SQL Server 2012/2016/2019 მუშაობის გამოცდილება;

სასურველია My SQL, Oracle, PostgreSQL მუშაობის გამოცდილება;

T-SQL თან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია რომელიმე ბექაფირების გადაწყვეტილებასთან(Veeam, Backup Exec) მუშაობის გამოცდილება;

სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);

დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;

გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;

დეტალებზე ორიენტირებული;

ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;

პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;

ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;

რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი

არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა

ქსელური და სერვერული ტექნოლოგიების ცოდნა;