System Administrator
JSC Credo Bank
Tbilisi, GA · Posted October 22, 2026
More in Georgia job market · Financial Services & Banking · Engineering jobs
Pay compared with the market
This listing does not state pay. Across 50 open system administrator listings that state pay, the middle half runs $96,500 to $125,000 and the median is $114,000.
Listed pay is what employers advertise, not what people are paid.
About the job
სისტემური ადმინისტრატორი
პოზიციის მიზანი :
სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
ვირტუალური (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურის აგება, ადმინისტრირება და მართვა;
სისტემურ ინფრასტრუქტურაში არსებული ვირტუალური მანქანების სარეზერვო ასლების შექმნა შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სატესტო აღდგენა, კონტროლი.
საჭიროებიდან გამომდინარე ვირტუალური მანქანების, სარეზერვო ასლების, მიგრაცია და აღდგენა;
სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების და სისტემური სერვისების მონიტორინგის შექმნა, ადმინისტრირება და არსებულ სისტემებში და ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების შესაბამისად;
ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება და სისტემის მდგრადობაზე პასუხისმგებლობა;
მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
ბანკის პოლიტიკის მიხედვით Patch Management ის და სხვა მსგავსი პროცესების განხორციელება;
სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
შესასყიდი სერვერული ტექნიკის ან სისტემური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება;
ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან ერთად დანერგვა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის ან 1 წლიანი
სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
Microsoft Certified: Azure Administrator Associate, ITIL სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში;
Backup Software და Antivirus Software თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრრირება;
Active Directory , Windows Server 2012/2016, Microsoft virtualization (Hyperv), VMware Infrastructure (Vmware ESXi), Fileserver, მონაცემთა სანახების ადმინისტრირება და მართვა;
MS Exchange Server 2013/2016 და უფრო ახლის ადმინისტრირება, Linux Installation და ადმინისტრირება;
სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
პროაქტიულობა და ოუნერშიფის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა